
ძალიანაც არ მინდოდა ჩემი ბლოგის პირველი თემა გამხდარიყო ასეთი შინაარსით დატვირთული პოსტი, მაგრამ ყველაფერზე წინ, ყველა პერსპექტივაზე, გეგმაზე, მიზანზე და სხვა დანარჩენზე წინ, უცებ ეს მოულოდნელი ფაქტი აღმოჩნდა. ცუდია როცა ერთ დღესაც იღვიძებ, მიდიხარ სამსახურში, ჯდები შენს მაგიდასთან, მცირე კონცენტრაციის მოკრების მცდელობის შემდეგ, იწყებ მუშაობას და უცებ, ხვდები რომ რაღაც შეიცვალა, რაღაც ისე ვერ არის და გიჩნდება გრძნობა რომ, შენს ალაგ-ალაგ დასმულ კითხვას “რატომ?”, რეალური პასუხი გაეცა. საშინელებაა როცა ხვდები რომ გაუცხოვება დაგეწყო შენი საქმის მიმართ. ზიხარ და არანაირი სურვილი არ გაქვს გააკეთო რამე, არცერთი ელემენტარული დეტალის შედგენა აღარ გსიამოვნებს, გეზარება და ხვდები რომ უბრალოდ ამოგივიდა ყელში ყველაფერი. ხვდები რომ ჯაჭვებით დაბმულს გავხარ და თავისუფლება გაკლია, ხვდები რომ მოგბეზრდა ყველაფერი და ახალი, საინტერესო და “თავგადასავლებით” სავსე მომენტები გჭირდება.
ფიქრებში დრო ისე გეწელება, თითქოს 5 წუთია გასული და აღმოაჩენ რომ რამდენიმე საათი გავიდა. ყველა მცდელობა კონცენტრაციის მოკრების უშედეგოდ მთავრდება, ყველა დაწყებული ფიქრი კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებაში, იერარქიების აგებაში, დაპროექტებაში და სქემატურად განსაზვრაში, ქარს მიაქვს და ყველაფერი ერთი მეორის მიყოლებით თავზე გენგრევა.
ხვდები რომ, იმის სურვილი კი არ გაქვს რომ რამე გააკეთო, იმის სურვილი გაქვს რომ გინდოდეს რამე გააკეთო
საშინელზე საშინელი გრძნობაა და ვხვდები რომ ასე ძალიან დიდი ხანია ვარ, მაგრამ საკუთარი თავის სიჯიუტის გამო, იმდენად დავაიგნორე გადაღლილობის მაჩვენებელი რომ, ხან რას შევტენე გაფერმკრთალებული შემართება და ხან რას. აი ასე საოცრად გაოცებული და პირდაღებული ვარ და ვფიქრობ რა შეიძლება შევთავაზო საკუთარ რესურსებს, ისევ სწორ გზაზე დადგომისთვის და კონტროლის აღდგენისთვის. მოლაპარაკებების პირველ ეტაპზე შვებულება და განმარტოვება შევთავაზე ქალაქგარეთ. პასუხად თანხმობა მივიღე თუმცა არ ვარ დარწმუნებული რომ ეს ის გადაწყვეტილებაა რომელიც აუცილებლად შედეგს გამოიღებს, თუმცა იმედს არ ვკარგავ
თუ შვებულებამაც თავისი ბოლო ისე მოჭამა რომ, სიტუაცია იგივე დარჩა ალბათ ძალიან არასასიამოვნო საუბრები მომიწევს ჩემს თავთან და ასევე არასასიამოვნო და რთული გადაწყვეტილებების მიღება
კარგი საძირკველის გარეშე, ვერაფერს ვერ ააშენებ რომელიც, “წლებს” და “საუკუნეებს” გაუძლებს. წვიმას, ქარს და ასე შემდეგ. ყველაფერს სურვილი და მოტივაცია განაპირობებს აბსოლიტურად, რასაც ქვია განწობა
თუ ამ განწყობის მასტიმულირებელ ორგანოებს არასწორად მიდგები და არასწორ პერსპექტივებს დაუსახავ, აი ასეთ შედეგამდე მიგიყვანს.
ჩემს შემთხვევაში რა არის ამის მიზეზი რთული სათქმელია ჯერ-ჯერობით. თუ იქნება ეს პერიოდული გადაღლილობა ან სამუშაო გარემოსთან შეუთავსებლობა, კარგია და ეშველება. თუ ეს არის მრავალფეროვნების მოთხოვნილება ზოგადად ფიზიოლოგიური და შინაგანი დატვირთვის თვალსაზრისით, მაშინ არ ვიცი რა იქნება ჯერ
არ შეიძლება მოითხოვო საკუთარი რესურსების აბსოლიტური მობილიზაცია და საომარი განწყობა, როცა ამის მოტივი არ არსებობს.
